მილანის "ინტერის" მთავარმა მწვრთნელმა მასიმო მორატიმ განაცხადა, რომ მარიო ბალოტელის ცუდი დროება უდგას. "მარიო უბრალოდ ფორმაში არ არის. ფეხბურთელის კარიერაში ასეთი მომენტები დგება და ეეს ყველამ უნდა გაიგოს. დამიჯერეთ, არანაირი კონფლიქტი არ არსებობს, ის არც ფიზიკურადაა მზად სათამაშოდ და არც მორალურად", – ამბობს მორატი.
შეგახსენებთ, რომ უკვე სამი მატჩია, ჟოზე მაურინიო ახალგაზრდა ფორვარდს განაცხადს მიღმა ტოვებს, რამაც იტალიაში ჭორების უკვე მერამდენედ აგორება გამოიწვია.
|