მილანის ინტერის პრეზიდენტმა, მასიმო მორატიმ პორტუგალიელ მწვრთნელთან სადილის შემდეგ დაადასტურა, რომ ჟოზე მილანს ტოვებს და გადადის მადრიდში. შეხვედრის მიზანი იყო სამომავლო გეგმების გარკვევა. როგორც მოსალოდნელი იყო მოურინიო დატოვებს ინტერს და გაწვრთნის რეალს.
"ვფიქრობ მოურინიო მიდის. ის მხოლოდ რეალში გადასვლაზე ფიქრობდა. ვიმედოვნებ მასთან ურთიერთობა კიდევ გვექნება. ჟოზე ძალიან კარგი მწვრთნელია, მისი წასვლით გუნდს დიდი ძალა დააკლდება. – განაცხადა მორატიმ.
|