ინტერის მთავარ მწვრთნელს ჟოზე მაურინიოს ჩემპიონთა ლიგის
1/8 ფინალიდან გამოვარდნის შემთხვევაში არ გაანთავისუფლებენ!
მაურინიოს გუნდიდან არ გავუშვებ ლონდონის ჩელსისთან წაგების შემთხვევაში, ყველა შემთხვევაშ _ის ინტერში რჩება! – განაცხადა ნერიაძურის პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ.
რა თქმა უნდა ჩემპიონთა ლიგის მოგება ძალიან მინდა, მაგრამ წარუმატებლობის შემთხვევაშიც მაურინიოს არ გავუშვებთ. პორტუგალიელი შესანიშნავი სპეციალისტია და 100 % ვენდობი. ადრე თუ გვიან ჩემი პრეზიდენტობის ვადაში მჯერა "ინტერი” აუცილებლად მოიგებს ჩემპიონთა ლიგას.” – განუცხადა მორატიმ გამოცემა La Stampa-ს ჟურნალისტს.
|