იტალიის ინტერის პრეზიდენტმა, მასიმო მორატიმ მილანის ფანებისთვის გასაბრაზებელი რამ თქვა – ჩვენ როსონერიზე ძლიერები ვართო. მიუხედავად იმისა, რომ სკუდეტო მილანმა მოიგო, ინტერი მაინც უკეთესია. შესაძლოა, წლეულს იმიტომ ვერ გავხდით ჩემპიონები, რომ ბევრ ტურნირზე ვთამაშობდით, რამაც ფეხბურთელთა ფიზიკურ ფორმაზე იმოქმედა. ჯერ ისევ ჩემპიონთა ლიგის მოქმედ მფლობელებად ვითვლებით და პლუს, ზედიზედ ხუთჯერ მოვიგეთ სკუდეტო. ამ მიღწევას ვერავინ წაგვართმევს, – თქვა მორატიმ იტალიურ il giorno-სთან საუბარში.
ინტერის პირველკაცმა შეპარულ ირონიასაც მიმართა: ნუთუ, კარგი იქნებოდა, იტალიურ ფეხბურთში ჩვენი დომინაცია კიდევ ერთი წლით რომ გაგრძელებულიყო?
|