ინტერის პრეზიდენტი, მასიმო მორატი ჰოლანდიელი ფეხბურთელის "გალათასარაიში" გადასვლით კმაყოფილია.
სნეიდერი სტამბულის გიგანტს კვირას შეუერთდა. საატრანსფერო ფასი 7,5 მილიონ ევროს შეადგენდა.
"დიახ. მე ვფიქრობ, რომ ტრანსფერი გაამართლებს. თვითონ ფეხბურთელიც ბედნიერი იქნება "გალათასარაიში" თამაშით. წინაამღდეგ შემთხვევაში იგი არ წავიდოდა იქ." - განაცხადა მან კლუბის ოფიციალურ საიტზე.
"ნერაძურის" პრეზიდენტი ასევე "კორინთიანსის" ნახევარმცველის - პაულინიოს ტრანსფერზეც ალაპარაკდა. იგი ფიქრობს, რომ პაულინიო "ნარინჯისფერ" ვარსკვლავს ჩაანაცვლებს.
|