მილანის ინტერის ნახევარმცველის, ტიაგო მოტას აგენტის, დარიო კანოვის განცხადებით, მისი კლიენტი კარიერის ნერაძურიში გაგრძელებას გეგმავს და ხმები, მისი კლუბიდან წასვლის თაობაზე, სიმართლეს არ შეესაბამება.
აღსანიშნავია, რომ დაახლოებით ერთი თვის წინ მოტამ გუნდიდან წასვლის სურვილი ერთ-ერთ ავტორიტეტულ გამოცემასთან ინტერვიუში თავად გამოთქვა, თუმცა, როგორც ჩანს, აზრი შეიცვალა და სან-სიროზე დარჩენას აპირებს.
შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტები მოტას მომავალ კლუბად (ისევე როგორც ინტერის კიდევ ბევრ ფეხბურთელის, გუნდიდან მაურინიოს წასვლის შემდეგ), მადრიდის რეალს ასახელებდნენ.
|