მილანის ინტერის ყოფილმა და მადრიდის რეალის ახლანდელმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ნერაძურის გულშემატკივრებს სთხოვა, რომ ღირსეულად მიეღოთ მათი ახალი მწვრთნელი ლეონარდო.
პორტუგალიელმა ტაქტიკოსმა არ დამალა "ინტერიდან” რაფაელ ბენიტესის წასვლისაგან გამოწვეული სიხარული. მოუს, როგორც მილანური კლუბის გულშემატკივარს, ახარებს გუნდში ბრაზილიელი სპეციალისტის ლეონარდოს მოსვლა.
"ლეონარდო ბრწყინვალეა. მე ვთხოვ "ინტერის” გულშემატკივრებს დაეხმარონ და შეხვდნენ ისევე თბილად ახალ მწვრთნელს, როგორც თავის დროზე მე შემხვდნენ. გასულ სეზონში ლეომ დაამტკიცა, რომ იგი დიდი პოტენციალის მქონე მწვრთნელია. ის ნამდვილი პროფესიონალია. ბრაზილიელმა სპეციალისტმა ბევრი წელი მიუძღვნა "მილანს” და ახლა იგივეს გაკეთებას აპირებს "ინტერისთვის”. მე მას მთელი გულით ვუსურვებ წარმატებას. გთხოვთ, დაეხმარეთ ლეოს”.- განუცხადა მოურინიომ La Gazzetta dello Sport-ს ინტერვიუში.
საუბრის დასასრულს ჟოზემ მისთვის წარმატებულ 2010 წელზე მცირე კომენტარი გააკეთა. წელზე, რომელმაც მას დიდი სიხარული და სამი ტიტული მოუტანა.
"თუ არ ჩავთვლით "კამპ ნოუზე” მართლაც სამარცხვინო წაგებას, ეს წელი ძალია წარმატებული გამოდგა ჩემთვის. ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ "ინტერი” ისევ რჩება საუკეთესო კლუბად, ამის დამამტკიცებელი საბუთი კი მსოფლიოს საკლუბი ჩემპიონატზე გამარჯვებაა....
|