მადრიდის რეალის მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო, რომელიც გასულ სეზონში მილანის ინტერში მუშაობდა, იმედგაცრუებული დარჩა მისი ყოფილი გუნდის მიერ ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში ნაჩვენები შედეგით. პორტუგალიელი სპეციალისტის განცხადებით, მილანელებს შემდეგ ეტაპზე სასწაული თუ გაიყვანს.
"ფეხბურთში ყველაფერია მოსალოდნელი. სავარაუდოდ, მილანელები ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშებიან, მაგრამ ისინი კვლავ შეძლებენ სკუდეტოსთვის ბრძოლას. "სან სიროზე” დაფიქსირებული შედეგით ძალიან იმედგაცრუებული ვარ. ვერ გადმოგცემთ ჩემს აზრს მომხდართან დაკავშირებით. შექმნილი მდგომარეობა შემიძლია შევადარო კინოფილმს - შეუსრულებელი მისია. გელზენრკიხენში, სასურველი შედეგის მიღწევაში, ინტერს მხოლოდ სასწაული დაეხმარება” – ციტირებს მოურინიოს სიტყვებს Football Italia.
|