მილანის ინტერის ყოფილმა მწვრთნელმა, ამჟამად მადრიდის რეალში მომუშავე ჟოზე მოურინიომ, ყოფილი ხელმძღვანელის, მასიმო მორატის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა. პორტუგალიელი სპეციალისტის განცხადებით, მორატი იდეალური პრეზიდენტია. მორატი შესანიშნავი ადამიანი და სამაგალითო პრეზიდენტია. სწორედ ასეთი უნდა იყოს საფეხბურთო კლუბის პრეზიდენტი – ციტირებს მოურინიოს სიტყვებს Football Italia. მას შემდეგ, რაც ინტერი ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში, შალკესთან 3:7 დამარცხდა, მორატიმ საკუთარ ფეხბურთელებს ღია წერილით მიმართა და მათ მადლობა გადაუხადა, რაც, მოურინიოს თქმით, დასაფასებელი საქციელია. მორატის ამ ქმედებამ გამახსენა, თუ რაოდენ კარგი ადამიანი და დიდი პრეზიდენტია იგი. ინტერის გულშემატკივრები მისით უნდა ამაყობდნენ. მათ ძალიან გაუმართლათ, რომ ასეთი პრეზიდენტი ჰყავთ.
|