მადრიდის რეალის ხელმძღვანელობა უკმაყოფილოა პელეგრინის მუშაობით. ლიგაზე "სამეფო კლუბის" მორიგი ლიონური მარცხის შემდეგ კი უკვე ბევრის აზრით, რეალი შემდეგ ეტაპზე ვეღარ გავა და თუ ეს ასე მოხდება დიდია იმის ალბათობა, რომ ზაფხულიდან გუნდი სხვა სპეციალისტმა ჩაიბაროს. პირველ კანდიდატად პორტუგალიელი ჟოზე მოურინიო ითვლება. "Marca"-ს ინფორმაციით, თუკი "რეალის" მესვეურები საბოლოოდ გადაწყვეტენ გუნდის მოურინიოსთვის ჩაბარებას, მადრიდელებს იტალიელებისთვის, კომპენსაციის სახით, 8 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ.
|