კვირა, 22.12.2024, 20:57
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2010 » ნოემბერი » 29 » ''მოუს გარეშე ინტერი სულ სხვაა''
14:39
''მოუს გარეშე ინტერი სულ სხვაა''
 
 

მილანის ინტერის ფორვარდმა დიეგო მილიტომ განაცხადა, რომ კრიზისის მთავარი მიზეზი ჟოზე მოურინიოს წასვლა აღმოჩნდა. არგენტინელი აღიარებს, რომ მას არ ეგონა, თუ პორტუგალიელი ტაქტიკოსის არყოფნა ასეთი შესამჩნევი იქნებოდა: "ჩემთვის არ არის მარტივი მოურინიოზე საუბარი, რადგანაც მე მასთან შესანიშნავი მოგონებები მაკავშირებს, ის წავიდა და ყველაფერი შეიცვალა. ჩვენ ძალიან კარგად ვუგებდით ერთმანეთს. მახსოვს მატჩი კალიარის წინააღმდეგ, ჩვენ ვაგებდით პირველ ნახევარში და შესვენებაზე მოუმ მითხრა, რომ მას სჯეროდა, რომ მე მეორე ნახევარში ორ გოლს გავიტანდი და ასეც მოხდა, ის თამაში კი რა თქმა უნდა მოვიგეთ.

"მოურინიოსთან ერთად ინტერმა მოიგო ყველაფერი, რაც კი შეიძლებოდა, თან ეს ყველაფერი ერთ სეზონში. მისი წასვლა და ახალ მწვრთნელთან შეგუება ჩვენთვის იმაზე უფრო რთული აღმოჩნდა ვიდრე მეგონა."-განაცხადა არგენტინელმა FCInternews.it-თან საუბარში.

მილიტო ინტერში სწორედ ჟოზეს დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ იქნა მოყვანილი. 31-წლის ფორვარდი "ნერიაძურის" ტრიუმფის ერთ-ერთი მთავარი სულისჩამდგმელი იყო. მის ანგარიშზე 51 მატჩში 30 გოლია, რასაკვირველია ამ ბურთებიდან ყველაზე გამორჩეული ჩემპიონთა ლიგის ფინალში შესრულებული დუბლია.



ნანახია: 672 | დაამატა: inter | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 3
1 interrrrrrrr  
1
ra sezoni qonda militos magari mevaseba mag kaci am yle benitesma ki mtlad daaaylevaaa.......mova militops drocc

2 RealInterFan  
1
Aba toO .. Sheucerebeli iyO sharshan ... Italiis tasis pinalshi goli gaitana , Cempionta ligis pinalshic 2 goli gaitana ... Da seria a s Bolo gadamcyvet turshic goli gaitana da me 18 skudetO mogvagebinA .... UmagresiA

3 inter  
0

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
«  ნოემბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter