ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე საათები რჩება. გუნდები საბოლოო მზადებას გადიან, მთავარმა მწვრთნელებმა კი ტრადიციულად პრესკონფერენციები გამართეს. გთავაზობთ ფრაგმენტებს ვან გაალისა და მოურინიოს სიტყვიდან.
- მოურინიო: "ჩემი მომავლის შესახებ ჯერ არაფერია გადაწყვეტილი, კარს ჩემპიონთა ლიგის ფინალი მოგვადგა და ასეთ სიტუაციაში სხვაზე ფიქრი შეუძლებელია. ჯერჯერობით არ ვიტყოდი, რომ ეს ჩემი ბოლო მატჩია ინტერთან ერთად. რაც შეეხება ლუის ვან გაალს, მასთან სამი შესანიშნავი წელი გავატარე და ბევრი ვისწავლე მისგან. ფინალის შემდეგ ერთ-ერთი ჩვენთაგანი გახდება მორიგი მწვრთნელი, რომელსაც ორ სხვადასხვა კლუბთან ექნება ჩემპიონთა ლიგა მოგებული. ვან გაალს უთქვამს რომ ბარსელონა, ჩელსი და მანჩესტერი უკეთესი გუნდები არიან ვიდრე ბაიერნი და ინტერი? არ ვეთანხმები, ჩვენ შიდა პირველობებში ყველაფერი მოვიგეთ და ამჟამად ჩემპიონთა ლიგის ფინალში ვიმყოფებით, ეჭვი არ მეპარება, რომ ორივე დიდი გუნდები ვართ.
- ვან გაალი: "არა მგონია რომ ჩვენ ევროპის საუკეთესო გუნდებს შორის ვიყოთ. ევროპაში ამჟამად საუკეთესოები ინტერი, ჩელსი, ბარსელონა და იუნაიტედი არიან. ფინალში მსაჯების შეცდომების დახმარებით მოვხვდით, ამიტომაც არბიტრებს ვიდეო რეფერის დახმარება ესაჭიროებათ. მოურინიო ჩემი აზრით ერთ-ერთი საუკეთესოა. ამას ბევრ მწვრთნელებზე არ ვიძახი ხოლმე, მაგრამ ჟოზემ ეს დაიმსახურა. მან ინტერი გამარჯვებების მომპოვებელი გუნდი გააკეთა და ის მოთამაშეები შეიძინა ვინც მის ფორმაციასა და თამაშის სტილს კარგად მოერგებოდნენ."
|