მილანის "ინტერის” ბელგიელი ნახევარმცველი გაბი მუდინგაი ფეხბურთის თამაშს მინიმუმ 3 თვის განმავლობაში ვერ შესძლებს. ამის მიზეზი "ტორინოსთან” გამართულ მატჩში მიღებული ტრავმაა.
მუდინგაის ტრავმასთან დაკავშირებით, "ინტერის” ექიმების პესიმისტური მოლოდინი გამართლდა – 31 წლის ნახევარმცველს აქილევსის მყესი აქვს გაწყვეტილი. ფეხბურთელის გამოჯანმრთელების ზუსტი დრო ცნობილი არაა, მაგრამ ასეთი ტრავმის მკურნალობას მინიმუმ 3 თვე სჭირდება და მუდინგაიც ფეხბურთს ამ ვადით ჩამოშორდა.
გაბი მუდინგაი "ინტერში” გასულ ზაფხულში, არენდით გადავიდა. "ბოლონიას” საკუთრებაში მყოფმა ფეხბურთელმა, მილანელთა მაისურით, მოედანზე მხოლოდ 303 წუთი დაჰყო და სავარაუდოდ, მიმდინარე ზესონში, ეს მაჩვენებელი აღარც შეიცვლება.