მილანის ინტერის ნახევამრცველი სულეი მუნტარი აღიარებს თავიანთი პრინციპული მეტოქის პროგრესს სერია ა-ში, მაგრამ დერბიში მაინც 3 ქულის აღებას გეგმავს. "ჩვენ არ გვეშინია არც მილანის და არც სხვა მეტოქის. რა თქმა უნდა არ ვუარყოფ "როსონერის" პროგრესს, დერბიში კი ისინი ზემოტივირებულები გამოვლენ, მაგრამ ჩემი აზრით მოგება მაინც ჩვენ დაგვრჩება. ისევე როგორც სკუდეტო."-განაცხადა მუნტარიმ "La Gazzetta dello Sport"-თან საუბარში. განელი შუახაზელი გუნდს ცოტა ხნის წინ შეუერთდა. მას ტრავმა ჰქონდა. მილანთან მატჩში ის სავარაუდოთ სასტარტოში იქნება.
|