მილანის "ინტერის" ნახევარმცველს, სალი მუნტერის სურს, რომ მისი 19-წლის თანაგუნდელი მარიო ბალოტელი გუნდში დარჩეს. ბალოტელის "ინტერიდან" წასვლის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც იგი "ბარსელონასთან" შეხვედრის დასრულების შემდეგ არაპროფესიონალურად მოიქცა. 19 წლის თავდამსხმელმა ჯერ თავისი არასასიამოვნო ჯესტით, გულშემატკივარი გააღიზიანა, ხოლო მატჩის დასრულების შემდეგ მაისური ძირს დააგდო და ისე დატოვა მოედანი, ამ ფაქტის შემდეგ იტალიურ პრესაში გავრცელდა ხმა, რომ ბალოტელის "ინტერიდან" აბარგება გადაწყვეტილია. დასახელდა კლუბებიც რომლებიც ახალგაზრდა განელი თავდამსხმელის ხელში ჩაგდებას ეცდებიან. "არც კი ვიცი, რა უნდა ვთქვა ბალოტელის შესახებ. მან თავისი საქციელისთვის ბოდიში უკვე მოიხადა. იგი ჯერ კიდევ ძალზედ ახალგაზრდაა. თუ ჩვენ მარიოს დროს მივცემთ, იგი დასერიოზულდება და დიდი ფეხბურთელი გამოვა. ამ ბიჭს დიდი მომავალი აქვს. "ინტერში" მას პროგრესის საშუალება ექნება, იმედი მაქვს "ბალოტელი" არსად წავა. ავრცელებს მუნტარის სიტყვებს football italia.
|