”ინტერის” იაპონელი ნახევარმცველი იუტო ნაგატომო 3 კვირას გამოტოვებს, შეგახსენებთ რომ იაპონელმა დაზიანება ”მილანთან” შეხვედრაში მიიღო, იყო იმის დიდი ალბათობაც, რომ ნაგატომოს ოპერაცია დასჭირდებოდა რის შემდეგადაც იაპონელი სეზონს დაასრულებდა, მაგრამ დღევანდელმა გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ ნაგატომოს დაზიანება არც ისეთი რთული იყო და სამკურნალოდ მას 3 კვირა დასჭირდება, იაპონელი სავარაუდოდ ”იუვენტუსთან” დაბრუნდება.