ამ სეზონში "ნერაძურის" მცველი ვეღარ ითამაშებს "ინტერის" მცველმა იუტო ნაგატომომ ტრავმა "კალიარისთან" (0:2) გამართულ შეხვედრაში მიიღო. ძალიან მალე ექიმებმა მას მარხენა მუხლის მენისკის დაზიანება დაუდგინეს, რაც იმას ნიშნავს, რომ იაპონელი მიმდინარე სეზონში სამწუხაროდ რამოდენიმე ფეხბურთელთან ერთად ისიც ვეღარ შეძლებს გუნდის დახმარებას ამ სეზონში. ზემოთხსენებული მატჩში ტრავმა მიიღო მილანური კლუბის კიდევ ერთმა ფეხბურთელმა, ურუგვაელმა ვალტერ გარგანომ. მას მარცხენა ფეხის ბარძაყის კუნთის დაჭიმულობა დაუდგინეს. რა დროის განმავლობაში იუქმებს იგი, უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.
|