"ინტერის" იაპონელმა მცველმა იუტო ნაგატომომ, კლუბის ოფიციალურ მაღაზიაში გულშემატკივრებს ავტოგრაფები დაურიგა. 26 წლის ლეგიონერი გუნდს 2010-2011 წლის სეზონში შეუერთდა, ამ დროისათვის "ინტერის" მწვრთნელი ბრაზილიელი ლეონარდო იყო. იაპონელი თავდაპირველად იჯარის წესით ინათხოვრეს "ჩეზენადან" და სანაცვლოდ ინტერმა მათ სანტონი შესთავაზე. ნაგატომომ ინტერს იმედები გაუმართლა და გუნდში შეუცვლელ ფეხბურთელადაც კი იქცა. იუტოს ანგარიშზე 4 გოლი, ამდენივე ყვითელი ბარათი და ერთიც წეითელი ბარათი.
დღეისათვის იაპონელი სრულ მზადყოფნაშია და "კალიარისთან" მატჩისთვის სასტარტო შემადგენლობაში იქნება, მით უფრო რომ მისი კონკურენტი ალვარო პერეირა დისკვალიფცირებულია