ბრაზილიის ახალი თაობის უპირველესმა ტალანტმა - ნეიმარმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე საერთოდ არ ფიქრობს ევროპაში გადასვლაზე და ჯერ კოპა ამერიკა აინტერესებს. ცნობისათვის, კოპა ამერიკა ივლისში, არგენტინაში გაიმართება. 19 წლის ნეიმარი ბრაზილიურ სანტოსში ბრწყინავს და ბოლო დღეებში გაჩნდა ინფორმაცია, რომელიმე იტალიურ კლუბში გადავაო: "სერია A? დამიჯერეთ, ნამდვილად არ ვიცი, რა მოხდება ივნისში. მთლიანად კოპა ამერიკაზე ვფიქრობ". ნეიმარით ინტერი, მილანი, იუვენტუსი, ბარსელონა და ჩელსი არიან დაინტერესებულნი. მათ ოფიციალური წინადადებითაც მიმართეს "სანტოსს", თუმცა, რა პასუხი მიიღეს, ჯერ არ ხმაურდება. ბრაზილიის 20-წლამდელთა ნაკრებში 7 მატჩი და 9 გოლი, ხოლო ეროვნულ ნაკრებში - 3 მატჩი, 3 გოლი. ასეთია ნეიმარის მაჩვენებელი...
|