შეგახსენებთ, რომ ”ინტერი” სერიოზულად იყო დაინტერესებული "სამპდორიას" ახალგაზრა თავდამსხმელით მაურო იკარდით, ზამთრის სატრანსფერო ბაზრის დახურვის შემდეგ ბევჯრელ გაჩნდა ინფორმაცია, რომ იკარდი ”ინტერის” რიგებს ზაფხულში შეუერთდებოდა, თუმცა ამ ინფორმაციას არავინ ადასტურებდადა ბევრჯელაც უარყვეს. იკარდი ინტერვიუებში აღიარა, რომ მას ”ინტერში” თამაში სურდა, რადგან იქ თამაშობს მისი საყვარელი ფეხბურთელი დიეგო მილიტო. მაურო იკარდით დაინტერესებული იყო ”იუვენტუსი” და ”ნაპოლი”, მაგრამ ფეხბურთელმა ორივე მათგანი უარით გაისტუმრა, იკარდის სანაცვლოდ ”ნაპოლი” მზად იყო 13 მილიონი გადაეხადა, მაგრამ ნეპოლელებმა ცივი უიარი მიიღეს.
დღეს კი იტალიურ პრესაში დადასტურდა ინფორმაცია, რომ მაურო იკარდი ოფიციალურად გაიფორმა ”ინტერმა”. გუშინ საღამოს ”ინტერის” სპორტული დირექტორი მარკო ბრანკა და მისი მოადგილე აუსილიო შეხვდნენ ”სამპდორიას” ხელმძღვანელებს და ტრანსფერი დახურეს. დარჩა მეორე შეხვედრაც სადაც პატარა დეტალებს განიხილავენ და იკარდის ოფიციალურად ”ინტერის” ფეხბურთელად გამოაცხადებენ( ეს შეხვედრა ივნისის დასწყისში შედგება, როდესაც სატრანსფერო ბაზარი გაიხსნება), თუმცა მოვლენებს უკვე გაუსწრო მაურო იკარდის აგენტმა და მან ჟურნალისტებს დაუდასტურა, რომ იკარდი ზაფხულში შავ-ლურჯების მაისურს მოირგებს.
”ინტერმა” ეს ტრანსფერი კონკურენციის გამო დააჩქარა, რადგან ფეხბურთელის მიმართ ინტერესს არამხოლოდ, იტალიური კლუბები არამედ ინგლისური კლუბებიც იჩენდნენ ესენი არიან ”მანჩესტერ სითი” და ”ტოტენჰემი”.
არგენტინელში ინტერს ვეღარავინ შეეცილება გილოცავთ ინტერისტებო