კლუბებს შორის მსოფლიო ჩემპიონატი ფინალურ სტადიას მიუახლოვდა. როგორც მოსალოდნელი იყო ევროპის წლის საუკეთესო გუნდის ტიტულით მოასპარეზე მილანის "ინტერი" დაკისრებულ ვალდებულებებს ამართლებს. მიუხედავად იტალიური კლუბის რთული პერიოდისა, მათ მაინც შეძლეს ფინალის საგზურის მოპოვება. ინტერნაციონალეს ნახევარფინალში სამხრეთ კორეული "სონამი" შეხვდა და ერთი შეხედვით დიდი ანგარიშით წაგების მიუხედავად, კორეელებმა მეტოქე გუნდს არაფერი დაუთმეს და თამაშის ბოლომდეც უტევდნენ.
ფინალი 18 სექტემბერს გაიმართება, შავ-ლურჯების მეტოქე კი კონგოს რესპუბლიკის წარმომადგენელი მაზემბე იქნება. მათ მეორე ნახევარფინალში ბრაზილიური "ინტერნასიონალი" გამოთიშეს ასპარეზობას.
ესეც ასეეე, მსოფლიო ჩემპიონებო ვაართ... ყველაზე ძან მაიკონის და სეზარის დაბრუნება გამიხარდა.... სეზარი რომ არ ყოფილიყო მინიმუმ ფრე იყო და მაქსიმუმ წავაგებდით ძირითადში
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]