"ინტერის არგენტინელმა თავდამსხმელმა როდრიგო პლასიომ ისაუბრა გუშინდელი მატჩის შესახებ, სადაც "ინტერმა" გასვლაზე "სამპდორია" სწორედ როდრგიოს დუბლით დაამარცხა, პალასიომ ასევე ისაუბრა "ინტერის" გეგმებზე და მიზნებზეც:
გრძნობთ თუ არა მეტ პასუხისმგებლობას მილიტოს ტრამვის შემდეგ?
არა, მე ვთამაშობ ისე როგორც ყოველთვის, მაგრამ რათქმა უნდა მილიტოს ტრამვავ დიდი დარტყმა მიაყენა გუნდს, რადგან ისეთი ფეხბურთელი, როგორიც მილიტოა რთულია გუნდს მისი არ ყოფნა არ შეეტყოს.
რას იტყვით მატეო კოვაჩიჩზე?
ერთხელ ვნახე ფანტასტიურ მოქმედებაში და დავრწმუნდი, რომ ამ ბიჭს დიდი მომავალი აქვს.
იკარდი?
მაურო ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდაა, მაგრამ მოდი ვისაუბროთ მომავალ მატჩებზე.
”ინტერის” მთავარი მიზანი კვლავ არის ლიგის საგზური და იტალიის თასი? თქვენ გჯერავთ რომ ლიგის საგზურს მოიპოვებთ?
არა მარტო მე, იმედი ვიქონიოთ, რომ ეს მთელ გუნდს სჯერა და ბოლომდე ვიბრძოლებთ.
რას იტყვით სტრამაციონზე?
ის შეანისნავი ადამიანია, ახალგაზრდა და შრომისმოყვარე, ჩვენ ყოველთვის მხარს დავუჭერთ მას.