ინტერის თავდამსხმელ გორან პანდევს ორთვიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება,თუკი მისი ყოფილი გუნდის ლაციოს პრეტენზია გამართლდა და დაკმაყოფილდა. შეგახსენებთ რომ ფეხბურთელისა და რომაული კლუბის ურთიერთობა სასამართლოს გზიტ შეწყდა.ლაციოს პრეზიდენტი კლუდიო ლოტიტო ირწმუნება,რომ ფეხბურთელი "ინტერთან" მოლაპარაკებებს სექტემბრიდან აწარმოებდა,ტრანსფერი კი მოგვიანებიტ დეკემბერში შედგა.იტალიური კანონის მიხედვით კი ფეხბურთელის სატრანსფერო საქმეებზე მოლაპარაკებების გამართვა მხოლოდ სატრანსფერო პერიოდშია დასაშვები.იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ უკვე დაიწყო ამ საქმის გამოძიება.
თუკი პანდევს ეს ბრალდება დაუდგინდა იგი 2 თვე ვერ შეძლებს თამაშს, ინტერს კი 50 000 ევროს გადახდა მოუწევს.
|