მანჩესტერ "იუნაიტედის" გამოცდილი მარცხენა მცველი, პატრის ევრა, ევროპული გრანდების მონიტორინგის ქვეშ მოექცა. ფრანგი უკანახაზელის მსურველთა სიას, მილანის "ინტერიც" შეემატა. მასიმო მორატის წარგზავნილი სკაუტები, მანჩესტერში იმყოფებიან და ევრას მონიტორინგს აწარმოებენ.
"ნერაძურას" სელექციონერებს, კარგი მარცხენა მცველის გადაბირება სურთ, რადგანაც მილანელთა ახალგაზრდა უკანახაზელი, დავიდე სანტონი ტრავმირებულია. იგი გასული წლის დეკემბერში დაშავდა და მას შემდეგ მოედანზე აღარ გამოჩენილა.
სანტონის შემცველელად, "ფიორენტინას" მარცხენა მცველი, ხუან მანუელ ვარგასი მოიაზრება, მაგრამ მისი მილანში გადაბარგება ფაქტიურად გამორიცხულია, რადგან 28 წლის ჩილელი "ვიოლას" დატოვებას გამორიცხავს.
ასე, რომ "ინტერის" მესვეურებს ერთი კანდიდატიღა რჩებათ და ეს ფეხბურთელი კი, პატრის ევრაა. სავარაუდოდ, მანჩესტერელი მარცხენა მცველი, ზაფხულში "ნერაძურას" ფეხბურთელი გახდება.
|