ტრანსფერი შესრულებულია
ინგლისური The Guardian იუწყება, რომ პატრიკ ვიეირას ტრანსფერი მანჩესტერ სიტიში დასრულებულია. მხარეებმა ექვსთვიანი ხელშეკრულება გააფორმეს, რომლის თანახმად ფრანგი ფეხბურთელი თვეში 100 000 პუნტ სტერლინგს მიიღებს. შეგახსენებთ, რომ პატრიკმა იტალიაში 5 წელი გაატარა, 2006 წელს კი მანჩინის ინტერში იუვენტუსიდან გადავიდა. 33 წლის ფეხბურთელს კარგი შანსი მიეცა მოიპოვოს სათამაშო დრო და ადგილი დაიმკვიდროს საფრანგეთის ნაკრებში.
|