მილანის ინტერის ნახევარმცველი პატრიკ ვიეირა გუნდში საკუთარი მდგომარეობით უკმაყოფილოა. გამოცდილი ფრანგი თვლის, რომ არასაკმარისი სათამაშო დრო მსოფლიოს ჩემპიონატზე მისი ნაკრების ალბათობას ამცირებს. თუ დეკემბრამდე არაფერი შეიცვალა სერიოზული გადაწყვეტილების მიღება მომიწევს, რაც ალბათ გუნდიდან წასვლაში გამოიხატება. ასე გაგრძელება ჩემს კარიერას ანგრევს, ასე რომ, მიუხედავად მაურინიოსადმი უდიდესი პატივისცემისა, ”ინტერიდან” წასვლა მომიწევს”, - განაცხადა ვიეირამ.
|