მოგეხსენებათ გუშინ ინტერმა კიევოს 1:0 სძლია, მილანელთა რიგებში პატრიკ ვიეირაც იყო, რომელმაც უკანასკნელი თამაში ჩაატარა შავ–ლურჯ მაისურში. ჟოზე მაურინიომ დაადასტურა მისი წასვლა გუნდიდან და ფრანგი ვეტერანი ფეხბურთელი ინგლისის პრემიერ ლიგის ბინადარ მანჩესტერ სიტიში ჩაირიცხა. მისთვის ეს კლუბი აშკარად ხელსაყრელია, რადგან წლების განმავლობაში მილანურ გუნდს რობერტო მანჩინი თავკაცობდა და ახლა კი ქალაქეთა მთავარი მწვრთნელია. მას იმედი აქვს, რომ რეგულარულად ითამაშებს მანჩესტერ სიტის რიგებში და შესძლებს მსოფლიოს ჩემპიონატზე წასვლას.
33 წლის ნახევარმცველი ინტერნაციონალეში 2006–2010 წლებში ირიცხებოდა, მან 67 თამაში ჩაატარა და მხოლოდ 6–ჯერ შეძლო გოლის გატანა.
|