”სამპდორიას” ახალგაზრდა ფეხბურთელმა მაურო იკარდიმ უკვე დიდი ხანია მიიპყრო იტალიური გრანდების ყურადღება და მათ შორისაა ”ინტერიც”.
ამის შესახებ ისაუბრა ტრანსფერების ექსპერტმა ალფრედო პედულამ:
”ნაპოლი"(ნაპოლიმ იკარდის სანაცვლოდ 12 მილიონი შესთავაზა სამპდორიას თუმცა უარით გაისტუმრეს) და "იუვენტუსი" მზად იყვნენ შეეძინათ მაურო იკარდი თუმცა ”სამპდორიამ” და თავად ფეხბურთელმაც ცივი უარი განუცხადა ორივე კლუბს და ისიც აღნიშნა, რომ მას სურს მხოლოდ ”ინტერი” და ეს ტრანსფერი ზაფხულში შედგება”
ახლა ის ღირს 10 მილიონი,მაგრამ შეიძლება ფასი გაიზარდოს.