ესპანურმა AS-მა გაავრცელა საკმაოდ სიანტერესო ინფორმაცია. საუბარია მანუელ პელეგრინის მილანის ინტერის მთავარ მწვრთნელად დანიშვნაზე. მოგეხსენებათ, მორატიმ გაუშვა პორტუგალიელი სპეციალისტი და დაუყოვნებლივ მისი შემცვლელის ძებნას შეუდგა. იტალიური მედიის საშუალებით ცნობილი ხდება, რომ მასიმოს გვარდიოლას ჩაყვანა სურდა იტალიაში, თუმცა გასაგები მიზეზების გამო ტრანსფერი არ განხორციელებულა. სავარაუდო კანდიდატებს შორის ასევე ფიგურირებენ ფაბიო კაპელო და გუუს ჰიდინკი. ამათგან იტალიელი სპეციალისტი ინგლისის ნაკრებში თავს შესანიშნავად გრძნობს და როგორც ცნობილია 2012 წლის ევროპის ჩემპიონატისთვისაც ინგლისელთა გაწვრთნას გეგმავს. AS იუწყება, რომ თავად პელეგრინიც დაინტერესებულია მილანში გადაბარგებაზე. ჩილელ სპეციალისტს ასევე ჩილეს ეროვნული ნაკრების ვარიანტიც აქვს მუნდიალის შემდგომ. საინტერესესო იქნება თუ რეალი და ინტერი მწვრთნელებს გაცვლიან, ფეხბურთელებისგან განსხვავებით მთავარ მწვრთნელთა გაცვლა უიშვიათესი მოვლენაა.
|