დღეს, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის თამაშამდე ერთი დღით ადრე პრესკონფერენცია გაიმართა და დიეგო მილიტომ შემდეგ კითხვებს უპასუხა – პირადად თქვენთვის რას ნიშნავს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი?
გამონაკლისის გარეშე, ეს ტურნირი ყველა ჩვენთაგანისათვის უნიკალური მოვლენაა. არ ვიცი მოგვეცემა თუ არა მომავალში კიდევ აქ თამაშის შანსი. მთელი ძალით ვეცდებით გამარჯვებას, ეს ჩვენი მიზანია.
– თქვენ თამაშს ხანგრძლივი შესვენების შემდეგ უბრუნდებით, რას გრძნობთ?
ყველაფერი კარგადაა, მე გუნდთან ერთად ვვარჯიშობ და ძალიან ბედნიერი ვარ
– ინტერის გადამწყვეტ მატჩებში თქვენ ყოველთვის გაგაქვთ გოლი, ამჯერადაც გეგმავთ მეტოქის დამწუხრებას?
გამარჯვებისთვის ყველაფრისთვის მზად ვარ, მაგრამ არსებითი მნიშვნელობა იმას, მე გავიტან თუ რომელიმე ჩემი თანაგუნდელი, არ აქვს, მთავარი გამარჯვებაა.
– ამბობენ, რომ გუნდში ატმოსფერო უკეთესობისაკენ შეიცვალა
შესაძლოა, ბევრი ფეხბურთელი დაბრუნდა და ახლა ერთად ვართ.ჩვენ არასდროს დგვიკარგავს რწმენა, რთულ მომენტებშიც კი, და ახლა მითუმეტეს,ჩვენ მზად ვართ გამარჯვებისთვის.
|