სამედიცინო შემოწმების შემდეგ გორან პანდევი ოფიციალურად შეუერთდა მილანის ინტერს. მაკედონელი "ნერიაძურიში" 2014 წლამდე იბურთავებს, იუწყება კლუბის ოფიციალური არხი. აგრეთვე ცნობილი გახდა, რომ პანდევი 27 ნომრიანი მაისურით იასპარეზებს და მომავალი ტურის თამაშში უკვე განაცხადში იქნება. დღეს დილით კი მისი პირველი ინტერული ვარჯიში შედგა აპეანო ჯენტილეზე.
გორან პანდევი: მე 17 წლისა ჩავირიცხე ინტერში და ენაც კი არ ვიცოდი. მაშინ ვერ მოხერხდა ჩემი ინტერში დარჩენა, და მომიწია სხვაგან გადასვლა. ეხლა მე ისევ აქ ვარ და მოხარული ვარ რომ დავბრუნდი. ყველას მადლობა,2010 წელი ჩემთვის კარგად დაიწყო .
|