მილანის ინტერის მაკედონიელი ახალწვეულის დებიუტი შეიძლება კიევოს წინააღმდეგ შედგეს.დღეს ჟოზე მოურინიომ განცხადება გააკეთა პანდევის ტრანსფერთან დაკავშირებით და აღნიშნა,რომ გორანს სერიოზული მუშაობა მოუწევს ფორმის აღსადგენად.მან ისაუბრა სამუელ ეტო`ოს არყოფნაზე და მის შემცვლელად სავარაუდოდ სწორედ პანდევი უნდა მოგვევლინოს...
პანდევი თავიდანვე გვეყოლება.ის მშვენიერი,ახალი სტილის თავდამსხმელია.მას შეუძლია ორ სხვა შემტევთან ერთად თამაში,ისევე როგორც ერთი თავდამსხმელის რანგში შეძლებს.გუშინ ვარჯიშისას მშვენივრად გაისარჯა და მე მას მატჩთან დაკავშირებით აუცილებლად გავესაუბრები.მან უნდა აღიდგინოს თავისი ძველი ფორმა და ჩვეულ რიტმში ითამაშოს."
სნეიდერისგან განსხვავებით მას უკვე ხუთ თვეზე მეტია არ უთამაშია,თუ არ ჩავთვლით მაკედონიის ნაკრებში ჩატარებულ რამდენიმე მატჩს.აქედან გამომდინარე მას ბევრი მუშაობა მოუწევს ფორმის აღსადგენად."
სავარაუდოდ,სწორედ პანდევი იქნება მოურინიოს შემტევი.ამ აზრს ისიც ამტკიცებს,რომ სამუელ ეტო`ო აფრიკის თასის გათამაშების გამო კამერუნშია და ინტერს ვერ დაეხმარება
|