ხუან ფერნანდო კინტეროს "ნერაძურიში" გადაბარგება სურს.
"პესკარას" 19-წლის ნახევარმცველს ხუან ფერნანდო კინტეროს ისეთი ტოპ-კლუბები აკვირდებიან, როგორებიც "ინტერი", "მანჩესტერ იუნაიტედი" და აგრეთვე "ბარსელონაა".
სავსებით შესაძლებელია, რომ კინტერომ იტალიური კლუბი უახლოეს ზაფხულში დატოვოს და თავად ფეხბურთელის სიტყვებით, მას "ინტერში" გადაბარგება სურს.
"იუნაიტედი"? არა, მე "ინტერი" მომწონს. ამის ორი მიზეზი გამაჩნია: პირველი ის, რომ "ნერაძურიში" ბევრი სამხრეთამერიკელი ფეხბურთელი თამაშობს და მეორე ის, რომ იტალიაში ყველაფერი მაკმაყოფილებს და ამ ქყვეყნის დატოვება არ მსურს. მაგრამ, გარდა "ინტერისა", ცოტა ხნის წინ შემატყობინეს, რომ ჩემი გადაბირებით სხვა გრანდები - "მანიუ", "მილანი" და "იუვენტუსიც" ინტერესდებოდნენ",-განაცხადა კინტერომ.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "პესკარას" ხელმძღვანელობა ახალგაზრდა ნიჭიერი ნახევარმცველის სანაცვლოდ 10 მილიონ ევროს ითხოვს.
10 milionis gadamxdelia exla morati? shansi ara es moiyvanon..jer scheloto da mere albat paulnhoze ichalicheben tu ver daitries da magasac tav mianebeben ianvarshi metis myidveli ara interi
kai ra ra dros kinteroa..intershi aseti fegburtelebis moyvana ar unda iyos...moiyvanons ra perspeqtiuli moatamashe...ianvarshi scheloto paulinio daitrion da zabxulshi ukve did transferebs velodebit morati..