ფიორენტინა-ინტერი 23.45 ტრავმა: კამპორეზე, მატი, ფერნანდესი, როსი, აგაცი - კასტელაცი, სამუელი, მუდინგაი, ობი, მილიტო. ბოლო 6 მატჩი +1=1-4 +2=2-2 ურთიერთშეხვედრები სულ 35 თამაში: +6=9-20, (37-56)
ძლიერი მეტოქის დამარცხება და კრიზისის დაძლევა. კიდევ ერთი მარცხი "ვიოლას" ჩემპიონთა ლიგის ზონას უიმედოდ დააშორებს და ვინჩენცო მონტელას ეს ყველაზე კარგად ესმის:
"დროა ნავსი გავტეხოთ, მოვიგოთ და სამი ქულა ჩავიწეროთ აქტივში. მეტოქემ შუა კვირაში ევროპის ლიგაზე ითამაშა, რაც გარკვეულ უპირატესობას გვაძლევს. "ინტერს" ბევრი ახალი ფეხბურთელი ჰყავს, განსაკუთრებით შუა ხაზში და ვფიქრობ, ამ რგოლში ჩვენ უფრო გამოცდილები და შეთამაშებულები ვართ. მოკლედ, გვაქვს ჩვენი კოზირები, რომელთა გამოყენებასაც შევეცდებით".
მონტელა მართალს ამბობს - ანდრეა სტრამაჩონიმ ნახევარდაცვა გვარიანად გადაახალისა და თანაც, ახალწვეულებს ძირითად შემადგენლობაში ათამაშებს. მაგალითად, კუზმანოვიჩი და კოვაჩიჩი "ვიოლასთანაც’ ძირითად შემადგენლობაში მოიაზრებიან.
ახალწვეულებს ესტებან კამბიასო ამოუდგება გვერდში, ცოტა წინ ფრედი გუარინი გაირჯება, კიდევ უფრო წინ კი ანტონიო კასანოს და როდრიგო პალასიოს ტანდემი. დიეგო მილიტო მძიმედ დაშავდა და მისთვის სეზონი დასრულებულია. "ფიორენტინა" სტევან იოვეტიჩი-ლუკა ტონის ტანდემით შეუტევს, დანარჩენი კი მოედანზე გამოჩნდება.
სავარაუდო შემადგენლობები ფიორენტინა (3-5-2): ვივიანო - ტომოვიჩი, გონსალო, სავიჩი - კუადრადო, აკვილანი, პისარო, ბორხა ვალერო, პასკუალი - იოვეტიჩი, ტონი. ინტერი (4-3-1-2): ჰანდანოვიჩი - ძანეტი, რანოკია, ჟუან ჟესუსი, ნაგატომო - კამბიასო, კუზმანოვიჩი, კოვაჩიჩი - გუარინი - კასანო, პალასიო.
|