განვლილი მუნდიალის შემდეგ 31 წლის ურუგვაელ ფორვარდ დიეგო ფორლანს, მისი სამსახურით დაინტერესებულ კლუბთა რიგი დაუდგა. სანამ აფრიკული მუნდიალი დაიწყებოდა, ფორლანის გადაბირებით 'მარსელი' იყო დაინტერესებული და თითქოს არც ურუგვაელი იდგა უარზე. მსოფლიო ჩემპიონატზე საოცარი ასპარეზობის შემდეგ კი ,ფორლანით უკვე ევროპული სუპერ გრანდებიც დაინტერესდნენ.
გავრცელდა ხმები, რომ დიეგოს დაბრუნება მანჩესტერში თვით სერ ალექსსაც სურდა. ახლახანს კი ,გაირკვა,რომ მილანის ''ინტერი'' მზადაა ურუგვაელის სანაცვლოდ 17 მილიონი გადაიხადოს. ეს სავარაუდო ტრანსფერი უფრო რეალური გახდება, თუ მილანელები ბალოტელს შეელევიან. თავის მხვრივ ბალოტელის შეძენა ორ მანჩესტერულ კლუბს ''სიტის'' (ქალაქელები მარიოში 25 მილიონს იხდიან) და ''იუნაიტედს'' სურს. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.
დიეგო ფორლანი ამჟამად მადრიდის ''ატლეტიკოს ''საკუთრებაა .მადრიდში ის 2007 წელს 'ვილიარეალიდან'' გადავიდა. მანამდე ის 'მანჩესტერ იუნაიტედში' და ინდეპენდიენტეში'ასპარეზობდა.
ფორლანს ეროვნული ნაკრების მაისურით 69 მატჩი აქვს გამართული და 29 ჯერ აუღია მეტოქეთა კარი.
|