"ინტერის” ტანმაღალი მცველი, ანდრეა რანოკია კვირას, "მილანის” წინააღმდეგ გასამართ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს, რადგან მარჯვენა მუხლზე პრობლემები აქვს. 25 წლის ფეხბურთელმა ტრავმა ოთხშაბათს, ევროპის ლიგის ეგიდით, "კლუჟის” წინააღმდეგ ჩატარებულ შეხვედრაში მიიღო. ANSA-ს ცნობით, გადაწყვეტილია, რომ რანოკია "დელა მადონინაში” მონაწილეობას ვერ მიიღებს. "ჯენოას” ყოფილი ფეხბურთელის გარდა, ანდრეა სტრამაჩიონის გუნდს მატიას სილვესტრე, დიეგო მილიტო და ჯოელ ობი დააკლდებიან.
|