დორტმუნდის ბორუსიას მცველმა ნევენ სუბოტიჩმა განაცხადა, რომ სხვების მსგავსად, მანაც არ იცის, დარჩება თუ არა გუნდში ნური შაჰინი. თურქი შუახაზელი ბრწყინვალე სეზონს ატარებს თავის გუნდთან ერთად. ბუნდესლიგის მოგებასთან ერთად იგი ევროპული გრანდების ყურადღების ცენტრში მოექცა.
22-წლის ფეხბურთელის ბედს ესპანურ, ინგლისურსა და იტალიურ გუნდებს უკავშირებენ. რომელი მათგანი შეძლებს შაჰინის "მოთაფლვას" რთული სათქმელია. თავად ფეხბურთელი კი თავის მომავალზე საუბრისგან თავს იკავებს.
Ran.de-თან საუბარში კიდევ ერთმა დორტმუნდელმა ნევენ სუბოტიჩმა აგრეთვე ამოუწურავი პასუხი გასცა, როდესაც საქმე ამ თემას შეეხო: "არ ვიცი რა გეგმები აქვს და რას გადაწყვეტს შაჰინი. მე მის საქმეში არ ვერევი. მისი შეძენა ბევრ გუნდს სურს, თუმცა იგი დორმუნდშიც კარგად გრძნობს თავს. ყველაფერი ზაფხულში გადაწყდება, ახლა ამაზე საუბარი არ ღირს."-განაცხადა სერბმა მცველმა.
|