რას წერს პრესა
Corriere Dello Sport- 22 მაისს, ერთმანეთის პირისპირ, მილანის ინტერი და მიუნხენის "ბაიერნი" წარსდგებიან...
"30 წლიანი პაუზის შემდეგ, მილანის "ინტერმა" პირველად მოახერხა, ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა. ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ნახევარფინალურ ეტაპზე, იტალიელებმა, ესპანური "ბარსელონა" გამოთიშეს ასპარეზობას და საკუთარ გულშემატკივარს მრავალწლიანი (დღემდე აუხდენელი) ოცნება აუსრულეს. მიმდინარე გამარჯვების მთავარი შემოქმედი არის, ჟოზე მაურინიო, რომელმაც შექმნა ახალი ტაქტიკა, რომელიც გვასწავლის, თუ როგორ უნდა დავამარცხოთ – "უძლეველი ბარსელონა."
"მილანელმა ფეხბურთელებმა, კატალონიელთა ორი საუკეთესო შემტევი მოთამაშე გამოთიშეს მატჩის მსვლელეობას, მსოფლიოს ამჟამინდელი საუკეთესო ფეხბურთელი – ლიონელ მესი და შვედი გიგანტი – ზლატან იბრაჰიმოვიჩი. მაშინ, როდესაც 'კამპ ნოუზე' შეკრებილი 90'000 ქომაგი, ტიაგო მოტას უსტვენდა, ჟოზე მოურინიო ახალ სქემას ადგენდა, რომელმაც საბოლოო ჯამში სრულად გაამართლა. ასეა, თუ ისეა, ათკაციანმა "ინტერმა" – თერთმეტკაციანი, თანაც 'უძლეველი ბარსელონა' (გუშინდელ დღემდე) დაამარცხა.
Gazzetta Dello Sport- ინტერმა – კამპ ნოუ დაადუმა...
"ნუთუ შესაძლებელია, გოლების გატანის გარეშე მიაღწიო წარმატებას? რა თქმა უნდა კი, – აცხადებს მოურინიო. მწვრთნელი, რომელმაც ამ დრომდე, მსოფლიოს საუკეთესო კლუბი, კატალონიის "ბარსელონა" უპირობოდ დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის ფინალური ეტაპის საგზური, სრულიად დამსახურებულად მოიპოვა. ასე, რომ 22 მაისს, ერთმანეთის პირისპირ, მიუნხენის "ბაიერნი" და მილანის "ინტერი" წარსდგებიან." "სამუელი – ჩინეთის დიდი კედელი, ხავიერ ძანეტი – ანტი მესი, ლუსიო, ჟულიო სეზარი და კიდევ სხვა გმირები, რომლებმაც, 'კამპ ნოუ' დაადუმეს. მილანელებმა ის მოახერხეს, რასაც უამრავი კლუბი ყველაზე თამამ ოცნებაშიც კი ვერ წარმოიდგენდა, მილანელებმა ხომ, კატალონიის "ბარსელონას" სძლიეს." "შემდეგი მსხვერპლი – მიუნხენის "ბაიერნია"... "ინტერის" მომდევნო და მიმდინარე წელს ბოლო მეტოქე, გერმანული ფეხბურთის საუკეთესო წარმომადგენელი, მიუნხენის "ბაიერნი" იქნება. გუნდი, რომელმაც სძლია "მანჩესტერს", სძლია "ლიონს"... ნუთუ შეძლებენ გერმანელები და ევროპის ერთ–ერთ საუკეთესო კლუბს (მწვრთნელითურთ) დაამარცხებენ?"
Tuttosport- ინტერმა ჩემპიონთა ლიგის ფინალის საგზური მოიპოვა
"მილანელთა მრავალწლიანი, ახუდენელი ოცნება ასრულდა, მილანის "ინტერი" ჩემპიონთა ლიგის ფინალშია!!! ხერარდ პიკეს გოლი, არ აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის, რომ "ბარსელონას", "ნერაძურა" დაემარცხებინა. ასეა, თუ ისეა, მასიმო მორატისა და ჟოზე მაურინიოს ერთობლივი ძალებით, შეკოწიწებული გუნდი, ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის, ფინალში გავიდა."
"მსოფლიოში, გამოკითხულთა 75 პროცენტი მიიჩნევდა, რომ მიმდინარე მატჩს, კატალონიის "ბარსელონა" მოიგებდა, მაგრამ ჟოზე მოურინიომ, კიდევ ერთხელ, ყველას დაუმტკიცა, რომ მონდომებასა და ადამიანის გონებას, ნებისმიერი ზღუდის დაძლევა შეუძლია." "მადრიდში, 'სანტიაგო ბერნაბეუზე" ერთმანეთის წინააღმდეგ, გერმანულ – იტალიური გრანდები გაილაშქრებენ. ევროპაში საუკეთესო გუნდის ვინაობას კი 22 მაისს შევიტყობთ." Goal.com.italia- "ინტერმა" – "ბარსელონა" დაამარცხა, დაცვამს სძლია შეტევას... "გუშინ საღამოს, ბარსელონაში ვიხილეთ კიდევ ერთი საფეხბურთო სპექტაკლი, ოღონდ გარკვეული კორექტივებით... ყველაფერი იმაში მდგომარეობს, რომ ამჯერად 'კამპ ნოუზე' არა "ბარსა", არამედ მილანის "ინტერი" ბრწყინავდა."
გასული მატჩი, მილანელებმა 1–0 წააგეს, მაგრამ საერთო ჯამში 3–2 იმარჯვეს. ასე, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში, ჟოზე მოურინიოს შეგირდები გავიდნენ. 22 მაისს, მადრიდში, 'სანტიაგო ბერნაბეუზე', ევროპის ორი საუკეთესო კლუბი დაუპირისპირდება ერთმანეთს, მიუნხენის "ბაიერნი" და მილანის ინტერი...
|