ოთხშაბათი, 24.04.2024, 03:15
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2013 » აგვისტო » 5 » რატომ ყიდის მორატი ინტერს?
09:59
რატომ ყიდის მორატი ინტერს?



მილანის "ინტერის" პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ ახსნა თუ რატომ გადაწყვიტა მისი კუთვნილი საფეხბურთო კლუბ მილანის "ინტერის" აქციათა ნაწილის გაყიდვა. საყურადღებოა, რომ დონ მასიმომ კვლავ არ გაამხილა ეს წილი საკონტროლო პაკეტია თუ არა, თუმცა საკმაოდ ვრცლად ილაპარაკა ამ თავის ნაბიჯზე: "ბევრს სპეკულირებენ თითქოს "ინტერს" დიდი ვალები ჰქონდეს, რაც სიმართლეს არ შეეფერება, რადგან ჩვენც იმხელა ვალი გვაქვს, რამდენიც სხვა იტალიურ კლუბებს და მათი დაფარვა ჩემი სახსრებითაც უპრობლემოდ შემიძლია, მაგრამ საქმე ისაა, რომ მე შემდგომ განვითარებაზე ვზრუნავ. შემოსავლები მაქსიმალურად უნდა გაიზარდოს, ამისათვის კი აუცილებელია აზიურ ბაზარზე გასვლა, "ინტერი" მსოფლიო ბრენდი უნდა გახდეს, თორემ საფეხბურთო ბაზრის განვითარებას ჩამოვრჩებით. ეს დროში გაწელილი პროექტია, მაგრამ აუცილებელი. ის კლუბები, რომლებიც აზიაში "მუშაობენ" ბევრად მეტ შემოსავალს იღებენ რამდენიმე ტურნედან და იქაური სარეკლამო კონტრაქტებით, ვიდრე 2010 წელს "ინტერმა" სკუდეტოს, კოპა იტალიის და ჩემპიონთა ლიგს მოგებით მიიღო". ნავთობმაგნატი მასიმო მორატი ნერიაძურის პატრონი 1995 წლიდანაა და მის სახელს უკავშირდება ამ გუნდის აღორძინება, იგი ძალიან უყვართ "ინტერისტებს" და ძალიან განიცდიან, რომ კლუბის აქციათა საკონტროლო პაკეტი შეიძლება ინდონეზიური წარმოშობის ამერიკელ მილიარდერს ერიკ ტოჰირს მიჰყიდოს.
ნანახია: 1461 | დაამატა: inter | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
«  აგვისტო 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter