მადრიდის რეალი და მილანის ინტერი მომავალ ზაფხულს ლივერპულის ლიდერის სტივენ ჯერარდის შეძენას შეეცდებიან. იმ შემთხვევაში თუ მოურინიო დარჩება ინტერში, ინგლისელი მისი მთავარი სამიზნე იქნება. მას უკვე დიდი ხანია სურს ცენტრში იხილოს სნეიდერი-ჯერარდი-კამბიასოს ტრიო.
მადრიდის რეალი კი დროს არ კარგავს და უკვე 26 მილიონი ევროს შეთავაზებაც მოასწრო. მადრიდში კაკას მომავალი ბურუსითაა მოცული. ასე რომ სამეფო კლუბში შესაძლოა მომავალში ორმა ექს ლივერპულელმა ერთად მოიყარონ თავი. საუბარი რა თქმა უნდა ხაბი ალონსოსა და სტივენ ჟერარდზეა.
თავად 29 წლის ნახევარმცველი კი მომავალზე საუბარს არ ჩქარობს და ამჟამად მხოლოდ მუნდიალზე ფიქრობს, სადაც მისი ნაკრები ერთ-ერთი ფავორიტია.
|