კვირა, 22.12.2024, 20:17
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2010 » თებერვალი » 1 » რეიტინგული ჩემპიონატები: სერია A
12:27
რეიტინგული ჩემპიონატები: სერია A


სერია ა - იტალიური ფეხბურთის ლიგის უმაღლესი დივიზიონი, ითვლება მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ფეხბურთის ლიგად. ოფიციალური სპონსორი გახლავთ Telecom Italia Mobilee. აქედან მოდის სახელწოდება იტალიურად Nazionale Professionisti Serie A TIM.

ფორმატი

2004/05 წლებიდან სერია ა-ში მონაწილეობას იღებს 20 გუნდი. ყოველ სეზონში (აგვისტოდან მაისამდე) თითოეული კლუბი ერთმანეთთან ატარებს 2 მატჩს. ერთს საკუთარ არენაზე, მეორეს კი მეტოქისაზე. ასე რომ ერთ სეზონში ყველა კლუბი 38 მატჩს მართავს (19-ს პირველ წრეში, andata და 19-ს მეორე წრეში ritomo). შეხვედრების თანმიმდევრობა ყოველ წრეზე იდენტურია.
კლუბები მოგებაზე 3 ქულას, ხოლო ფრეზე 1 ქულას იღებენ. წაგებისთვის არც ერთი ქულა არ არის. თუ სეზონის ბოლოს კლუბებს ერთნაირი ქულები აღმოაჩნდათ, პირველ ადგილოსანი გამოირკვევა ბურთების შეფარდებით. ყოველი სეზონის ბოლოს გუნდი, რომელსაც ყველაზე მეტი ქულა აღმოაჩნდება, ცხადდება გამარჯვებულად, ხოლო ლიგის ბოლო "სამეული" გადაინაცვლებს შედარებით დაბალ დივიზიონში "სერია ბ"-ში. "სერია ბ"-დან კი პირველი სამეული გადმოვა უმაღლეს დივიზიონში "სერია ა"-ში.
4 კლუბი, რომლებიც შესაბამისად პირველ ოთხ ადგილს დაიკავებენ, კვალიფიცირდებიან ჩემპიონთა ლიგაზე. აქედან სამი კლუბი პირდაპირ გადადის ჯგუფურ ეტაპში, ხოლო ერთი კლუბი თამაშობს პლეი-ოფს. 5-ე და 6-ე ადგილოსანი გუნდები შესაბამისად კვალიფიცირდებიან ევროპის ლიგაზე (ყოფილ უეფას თასზე). ევროპის ლიგის მესამე კანდიდატად კი "კოპა იტალიის" ანუ იტალიის თასის გამარჯვებული მოიაზრება, მაგრამ თუ თასის გამარჯვებული უკვე მონაწილეობას იღებს ევროპის ლიგის ან ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, ევროპის ლიგაზე გადის 7-ე ადგილოსანი კლუბი.

ისტორია

სერია ა თავის ახლანდელ ფორმატში სტარტს იღებს 1929 წლიდან. 1898 წლიდან 1929 წლამდე კი ყველა რეგიონს და პროვინციას ჰქონდა თავისი ჩემპიონატი. 1948/49 წლებში იტალიურმა "ტორინომ" უარი თქვა მონაწილეობის მიღებაზე იმ ავიაკატასტროფის გამო, რომელმაც კლუბის დიდი ნაწილი იმსხვერპლა.
სერია ა-ს მეორენაირად სკუდეტოსაც ეძახიან. სერია ა-ს მოგება მოახერხეს ძირითადად შემდეგმა კლუბებმა: "იუვენტუსმა" 27-ჯერ (29-ჯერ თუ ჩავთვლით 2005 და 2006 წლებს მოგებულ ტიტულებს), მას მოსდევს "მილანი" 17-ჯერ მოგებული სკუდეტოთი, "ინტერი" 17-ჯერ და "ჯენოა" 9-ჯერ. ყოველ 10 გამარჯვებაზე კლუბები ფორმაზე თავისი ლოგოს ზემოთ თითო ვარსკვლავ ახატავენ. სწორედ ამის გამოა, რომ "იუვენტუსს" ლოგოზე 2 ვარსკვლავი, ხოლო მილანურ კლუბებს კი ერთი ვარსკვლავი აქვთ.
2006 წელს იტალიაში აგორდა სკანდალი "მოსყიდულ მატჩებზე". სკანდალი შეეხო "იუვენტუსს", "მილანს", "ლაციოს" და "ფიორენტინას". სამსაჯო კომიტეტმა "იუვენტუსს" ბოლო 2 მოგებული ტიტული ჩამოართვა, "მილანი" მოკვეთა ევროთასიდან და ასევე "ფიორენტინა", "იუვენტუსი" და "ლაციო"-ს "სერია ბ"-ში გაგდება ემუქრებოდათ, მაგრამ გასაჩივრების შემდეგ "ფიორეს" და "ლაციოს" უფლება მისცეს ელიტურ დივიზიონში დარჩენის, მაგრამ "ბებერი სინიორა" სასჯელს ვერ გადაურჩა და თავი "სერია ბ"-ში ამოყო.
2007 წლის თებერვალში იტალიაში კიდევ ერთი სკანდალი აგორდა, როცა სიცილიურ დერბიში "პალერმო"-"კატანია" პოლიციელი ფილიპო რაკიტი მოკლეს. იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ "სერია ა"-ს გათამაშება დროებით შეწყვიტა.

ახლა კი გავეცნოთ სრულ სტატისტიკას იტალიის სერია ა-ს შესახებ

წელი კლუბი ქალაქი

1898 ჯენოა გენოა
1899 ჯენოა გენოა
1900 ჯენოა გენოა
1901 მილანი მილანი
1902 ჯენოა გენოა
1903 ჯენოა გენოა
1904 ჯენოა გენოა
1905 იუვენტუსი ტურინი
1906 მილანი მილანი
1907 მილანი მილანი
1908 ვერჩელი ვერჩელი
1909 ვერჩელი ვერჩელი
1910 ინტერი მილანი
1911 პრო ვერჩელი ვერჩელი
1912 პრო ვერჩელი ვერჩელი
1913 პრო ვერჩელი ვერჩელი
1914 კაზალე კაზალე მონფერატო
1915 ჯენოა გენოა
1920 ინტერი მილანი
1921 პრო ვერჩელი ვერჩელი
1922 პრო ვერჩელი ვერჩელი
1923 ჯენოა გენოა
1924 ჯენოა გენოა
1925 ბოლონია ბოლონია
1926 იუვენტუსი ტურინი
1927 ტორინო ტურინი
1928 ტორინო ტურინი
1929 ბოლონია ბოლონია
1930 ინტერი მილანი**
1931 იუვენტუსი ტურინი
1932 იუვენტუსი ტურინი
1933 იუვენტუსი ტურინი
1934 იუვენტუსი ტურინი
1935 იუვენტუსი ტურინი
1936 ბოლონია ბოლონია
1937 ბოლონია ბოლონია
1938 ინტერი მილანი**
1939 ბოლონია ბოლონია
1940 ინტერი მილანი**
1941 ბოლონია ბოლონია
1942 რომა რომი
1943 ტორინო ტურინი
1944 ვიჯილი-დელ ფუედო სპეცია
1946 ტორინო ტურინი
1947 ტორინო ტურინი
1948 ტორინო ტურინი
1949 ტორინო ტურინი
1950 იუვენტუსი ტურინი
1951 მილანი მილანი
1952 იუვენტუსი ტურინი
1953 ინტერი მილანი
1954 ინტერი მილანი
1955 მილანი მილანი
1956 ფიორენტინა ფლორენცია
1957 მილანი მილანი
1958 იუვენტუსი ტურინი
1959 მილანი მილანი
1960 იუვენტუსი ტურინი
1961 იუვენტუსი ტურინი
1962 მილანი მილანი
1963 ინტერი მილანი
1964 ბოლონია ბოლონია
1965 ინტერი მილანი
1966 ინტერი მილანი

1967 იუვენტუსი ტურინი
1968 მილანი მილანი
1969 ფიორენტინა ფლორენცია
1970 კალიარი კალიარი
1971 ინტერი მილანი
1972 იუვენტუსი ტურინი
1973 იუვენტუსი ტურინი
1974 ლაციო რომი
1975 იუვენტუსი ტურინი
1976 ტორინო ტურინი
1977 იუვენტუსი ტურინი
1978 იუვენტუსი ტურინი
1979 მილანი მილანი
1980 ინტერი მილანი
1981 იუვენტუსი ტურინი
1982 იუვენტუსი ტურინი
1983 რომა რომი
1984 იუვენტუსი ტურინი
1985 ვერონა ვერონა
1986 იუვენტუსი ტურინი
1987 ნაპოლი ნეაპოლი
1988 მილანი მილანი
1989 ინტერი მილანი
1990 ნაპოლი ნეაპოლი
1991 სამპდორია გენოა
1992 მილანი მილანი
1993 მილანი მილანი
1994 მილანი მილანი
1995 იუვენტუსი ტურინი
1996 მილანი მილანი
1997 იუვენტუსი ტურინი
1998 იუვენტუსი ტურინი
1999 მილანი მილანი
2000 ლაციო რომი
2001 რომა რომი
2002 იუვენტუსი ტურინი
2003 იუვენტუსი ტურინი
2004 მილანი მილანი
2005 იუვენტუსი**** ტურინი
2006 ინტერი მილანი
2007 ინტერი მილანი
2008 ინტერი მილანი
2009 ინტერი მილანი

* - 1898/1929 წლებში იტალიის ჩემპიონატები იყო რეგიონალური. 1929 წლიდან დაიწყო სერია ა-ს გათამაშება.
** - 1928/45 წლებში "ინტერს" დაერქვა სახელი "ამბროზიანა ინტერ"
*** - 1945/46 წლებში სერია ა ჩატარდა ორ ჯგუფად, რომლის ორი გამარჯვებული შეხვდა ერთმანეთს ფინალურ ეტაპზე.
**** - 2004/05 და 2005/06 სეზონებში გაიმარჯვა იუვენტუსმა, მაგრამ 2006 წლის ივლისში ჩამოერთვა ეს ტიტულები. 2004/05 წელს გამარჯვებული არ გამოვლენილა, ხოლო 2005/06 წლებში გამარჯვებულად გამოავლინეს "ინტერი".

გამარჯვებები რეგიონების მიხედვით

 
რეგიონი ტიტულები კლუბები

პიემონტი 43იუვენტუსი(27), პრო ვერჩელი(7), ტორინო(7), კაზალე(1), ნავეზე (1)
ლომბარდია 34 მილანი(17), ინტერი(17)
ლიგურია 10 ჯენოა(9), სამპდორია (1)
რომანია 7 ბოლონია(7)
ლაციო 5 რომა(3), ლაციო(2)
კამპანია 2 ნაპოლი(2)
ტოსკანა 2 ფიორენტინა(2)
სარდინია 1 კალიარი(1)
ვენეტო 1 ვერონა(1)

ბომბარდირები

№ სახელი სეზონები თამაშები გოლები

1. სილვიო პიოლა 1929-54 537 274
2. გუნარ რონდალი 1949-59 291 225
3. ჟოზე ალტაფინი 1958-76 459 216
4. ჯუზეპე მეაცა 1927-47 367 216
5. რობერტო ბაჯო 1985-04 452 205
6. კურტ ჰამრინი 1956-71 400 190
7. ჯუზეპე სინიორი 1991-04 344 188
8. გაბრიელ ბატისტუტა 1991-03 318 184
9. ფრანჩესკო ტოტი 1993-დ. 420 184
10. ჯამპიერო ბონიპერტი 1946-61 444 178

საკლუბო რეკორდები

ყველაზე მეტი ჩატარებული მატჩები - ინტერი, 75
ყველაზე მეტჯერ მოგებული ჩემპიონატი - იუვენტუსი, 27
ზედიზედ ყველაზე მეტჯერ მოგებული - 5, იუვენტუსი (1930-35) და ტორინო (1943-48)
ზედიზედ ყველაზე მეტჯერ მოგებული მატჩები - 17, ინტერი 2006/07; 11, რომა 2005/06; 10, იუვენტუსი 1931/32; 10, მილანი 1950/51 და 1989/90; 10, ბოლონია 1963/64
ყველაზე მეტჯერ მოგებული მატჩები - 1982, იუვენტუსი
ყველაზე მეტი გატანილი გოლები - 4852, იუვენტუსი (1.72 გოლი საშუალოდ)
ყველაზე მეტი გატანილი გოლები სეზონში - 125, ტორინო, 1947/48
ყველაზე ცოტა გატანილი გოლები სეზონში - 16, ბარი, 1969/70
ყველაზე მეტი გაშვებული გოლები სეზონში - 91, კაზალე, 1933/34
ყველაზე ცოტა გაშვებული გოლები სეზონში - 11, კალიარი, 1969/70
ყველაზე მეტი მოგება სეზონში - 30, ინტერი, 2006/07
ყველაზე ცოტა მოგება სეზონში - 1, ვარეზე, 1971/72 და კატანია 1983/84
ყველაზე მეტი ფრე სეზონში - 22, მანტოვი, 1966/67
ყველაზე ცოტა ფრე სეზონში - 1, ნაპოლი, 1930/31
ყველაზე მეტი წაგება სეზონში - 27, ვენეცია, 1949/50
ყველაზე ცოტა წაგება სეზონში - 0, პერუჯა 1978/79; მილანი, 1991/92
ყველაზე მეტი უცხოელი ერთი ქვეყნიდან იტალიურ კლუბში - 7, ინტერი ტრევიზოს წინააღმდეგ, 2006 წლის 18 იანვარი (ხულიო კრუსი, ნიკოლას ბურდისო, ხავიერ ძანეტი, ხუან სებასტიან ვერონი, ესტებან კამბიასო, კილი გონსალესი და ვალტერ სამუელი - ყველა არგენტინელი).

ჩატარებული მატჩები

ყველაზე ბევრი ჩატარებული მატჩი

1. პაოლო მალდინი 647 (1984—2009)
2. ჯანლუკა პალუკა 592 (1987—2007)
3. დინო ძოფი 570 (1961—1983)
4. პიეტრო ვორხოვოდი 562 (1980—2000)
5. რობერტო მანჩინი 541 (1981—2000)
6. სილვიო პიოლა 537 (1930—1954)
7. ენრიკო ალბერტოზი 532 (1959—1980)
8. ჯანი რივერა 527 (1959—1979)
9. ჯუზეპე ბერგომი 519 (1981—1999)
10. ჩირო ფერარა 500 (1985—2005)

ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელები

1. მარკო ბალოტა 44 წლის და 38 დღის (ბოლო მატჩი 11 მაისი, 2008, ლაციო)
2. ალბერტო ფონტანა 41 წლის და 297 დღის (ბოლო მატჩი 15 ნოემბერი, 2008, პალერმო, მოქმედი ფეხბურთელი)
3. დინო ძოფი 41 წლის და 76 დღის (ბოლო მატჩი 15 მაისი, 1983, იუვენტუსი)
4. ალესანდრო კოსტაკურტა 41 წლის და 25 დღის (ბოლო მატჩი 19 მაისი, 2007, მილანი)
5. პიეტრო ვერხოვოდი 41 წლის და 10 დღის (ბოლო მატჩი 16 აპრილი, 2000, პიაჩენცა)
6. პაოლო მალდინი 40 წლის და 339 წლის (ბოლო მატჩი 31 მაისი, 2009 წელი, მილანი)
7. სილვიო პიოლა 40 წლის და 159 დღის (ბოლო მატჩი 7 მარტი, 1954, ნოვარა)
8. ენრიკო ალბერტოზი 40 წლის და 100 დღის (ბოლო მატჩი 10 თებერვალი, 1980, მილანი)
9. ჯანლუკა პალუკა 40 წლის და 92 დღის (ბოლო მატჩი 18 თებერვალი 2007, ასკოლი)
10. ლუკა ბუჩი 40 წლის და 37 დღის (ბოლო მატჩი 19 აპრილი, 2009, ნაპოლი, მოქმედი ფეხბურთელი)

ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელები

1. ამადეო ამადეი, რომა, 15 წლის, 9 თვის და 6 დღის (2 მაისი, 1937)
2. ჯანი რივერა, ალესანდრია, 15 წლის, 9 თვის და 15 დღის (2 ივნისი, 1959)

ყველაზე ახალგაზრდა უცხოელი

1. ვალერი ბოჟინოვი, 15 წლის, 11 თვის და 7 დღის (22 იანვარი 2002)

სხვა რეკორდები

1. გოლების რაოდენობა ერთ მატჩში: 12, მილანი - ატალანტა, 1971/72 (9:3)
2. ყველაზე გრძელი "მშრალი" სერია: 929 წუთი, სებასტიანო როსი, მილანი
3. ყველაზე სწრაფი წითელი ბარათი: მე-10 წამი, ჯუზეპე ლორენცო, ბოლონია

ნანახია: 819 | დაამატა: adribaba | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 4
1 Anry  
3
8. გაბრიელ ბატისტუტა 1991-03 318 184
Msoplios N 1 CentrForvardi

2 inter  
2
ბატისტუტა მართლა მაგარი ფეხბურთელი იყო ...

3 adribaba  
1
sps interinio....ert dros martla ramdeni argentineli gvyavda intershi magra awvebodnen argentinelebs......milani kide brazilielebs

4 interist  
2
sagol kai da saintreso statiaaa flag3

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
«  თებერვალი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter