მილანის ინტერის ბრაზილიელი ნახევარმცველის, ამანტინო მანსინის აგენტმა, ჟილმარ ველოზმა Repubblica–ში მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში მისი კლიენტი გუნდის გამოცვლას არ აპირებს. მას მილანის ინტერში თამაში სურს და წასვლაზე არ ფიქრობს. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ საინტერესო შემოთავაზებებს არ განვიხილავთ, ფეხბურთელმა საკუთარ მომავალზე ყოველთვის წინასწარ უნდა იზრუნოს, - ამბობს ველოზი.
|