მანჩესტერ "სიტის" მთავარი მწვრთნელი რობერტო მანჩინი, მილანის "ინტერის" ფორვარდის მარიო ბალოტელის გადაბირებას ცდილობს. იტალიელი სპეციალისტი, სერია "ა"–ს ფეხბურთელებით სულდგმულობს, "ნერაძურას" ყოფილმა დამრიგებელმა სამწვრთნელო კარიერის 90% სამშობლოში გაატარა და მისი ასეთი მოქმედებები შესაძლოა აქედანაც არის განპირობებული. ინგლისური გრანდის მფლობელი არაბი მულიტმილიონერია, რომელიც საკუთარი გუნდის განსავითარებლად თანხებს არ ზოგავს, მეტიც მანჩინის ნებისმიერ სურვილს უპრობლემოდ უსრულებს.
შეგახსენებთ, რომ ბალოტელი მხოლოდ 19 წლის ახალგაზრდაა. განელ–იტალიელი ფორვარდი სერია "ა"–ს ერთ–ერთი საუკეთესო წარმომადგენელია. მარიოს "ინტერის" დამრიგებელთან, ჟოზე მაურინიოსთან რბილად რომ ვთქვათ არასასიამოვნო ურთიერთობა აქვს. ამასთან ერთად იგი ძირითად შემადგენლობაში ძალიან იშვიათად ხვდება. ამ ფაქტორებს და მანჩესტერელების მონდომებას თუ გავითვალისწინებთ, დავასკვნით, რომ ბალოტელი ზაფხულის სატრანსფერო სეზონზე "სიტის" საკუთრება გახდება.
"ბალოტელის თქვენი ფავორიტია? დიახ, ეს ბავშვი ყოველ თამაშში მაკვირვებს, ვისურვებდი მარიო ჩემს გუნდში გადმოვიდეს."–განაცხადა მანჩინიმ "Dailly Star"-თან ინტერვიუში.
"ამ ახალგაზრდას ძალიან დიდი პოტენციალი აქვს, რომელსაც განვითარება სჭირდება, სამწუხაროდ იგი ამას მილანურ გრანდში ვერ ახერხებს, ამიტომ უპრიანი იქნება მანჩესტერში გადმობარგდეს."
"ნერაძურას" მესვეურებს პირველ შემოთავაზებას ახლო მომავალში გავუგზავნით."–დაასრულა იტალიელმა.
|