-მანჩესტერ სიტის მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ თვალი პატრიკ ვიეირას დაადგა. ფრანგი შუახაზელი ინტერის ძირითადში პრაქტიკულად ვეღარ ხვდება, რამაც მისი უკმაყოფილება გამოიწვია. მას სურს ჰქონდეს მეტი სათამაშო პრაქტიკა რათა შეძლოს მუნდიალზე გამგზავრება. მანჩინი კი მზად არის დააკმაყოფილოს 33 წლის ფეხბურთელის მოთხოვნა. ამ გარიგების ალბათობას ისიც ზრდის, რომ ფრანგის სურვილია ინგლისში დაბრუნება.