მილანის "ინტერის” კაპიტანმა ხავიერ ძანეტიმ განაცხადა, რომ თამაშს მანამდე აპირებს, სანამ იტალიის ჩემპიონატში ჩატარებული მატჩების რაოდენობით "მილანის” ყოფილი კაპიტნის, პაოლო მალდინის რეკორდს არ დაამხობს. "მინდა, რომ მალდინის რეკორდი მოვხსნა. ჯერჯერობით მიჭირს იმის თქმა, რამდენად რეალურია ამის მიღწევა, თუმცა ის კი ზუსტად ვიცი, დავამხობ თუ არა რეკორდს, მოთამაშის კარიერას მაშინვე დავასრულებ”, – ძანეტის სიტყვები Football Italia-მ გამოაქვეყნა. შეგახსენებთ, მალდინის ანგარიშზე 647 ჩატარებული მატჩია, არგენტინელმა კი ჯერჯერობით 592 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
|