როგორც არგენტინელი ცენტრალური მცველის აგენტი, ფერნანდო ჰიდალგო აცხადებს, იტალიური "რომა" ნიკოლა ბურდისოს გამოსყიდვას ცდილობს. როგორც მოგეხსენებათ, ბურდისო მილანის ინტერის საკუთრებაა, იგი დედაქალაქურ გრანდში არენდის სახით იმყოფება.
ინტერის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებები დაწყებულია, ახლო მომავალში არგენტინელი მცველი რომას რიგებში ოფიციალურად ჩაირიცხება. მასიმო მორატიმ გარკვევით მიპასუხა, რომ თუ ფეხბურთელს რომში სურს დარჩენა, იგი წინააღმდეგობას არ გაუწევს.–განაცხადა ჰიდალგომ "TeleRadioStereo"-თან ინტერვიუში.
მე ვესაუბრე რომას პრეზიდენტს დანიელე პრადეს, რომელიც ბურდისოს გამოსყიდვის მომხრეა. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა, ნიკო მალე დედაქალაქელი გახდება.
არგენტინელი ძალიან კარგ ფიზიკურ კონდიციებშია, მის დაბრუნებას მოუთმენლად ელოდა ჟოზე მაურინიო, მაგრამ როგორც სჩანს ნიკო ნერაძურაში აღარ დაბრუნდება. ბურდისო, საკუთარ გუნდში, დაცვის ერთ–ერთი საუკეთესო წარმომადეგენლია. მისით ძალიან ბევრი ევროპული და სამხრეთ–ამერიკული გრანდია დაინტერსებული, მაგრამ "რომას" ბოსები, მის დათმობას არ აპირებენ ....
|