რომაული კლუბი უახლოეს დღეებში დაიწყებს "ინტერთან” მოლაპარაკებებს ნიკოლას ბურდისოს ტრანსფერთან დაკავშირებით…
მიმდინარე სეზონი ნიკოლასმა "რომაში” არენდით გაატარა, მაგრამ კლაუდიო რანიერი მისი თამაშით კმაყოფილია და მომდევნო სეზონშიც სურს მისი შენარჩუნება. ბურდისო რანიერის ფორმაციის "რომას” ძირითადი შემადგენლობის ერთ-ერთი წევრი გახლავთ.
რანიერის თხოვნით "რომას” წარმომადგენლები უახლოეს დღეებში დაიწყებენ "ინტერის” ხელმძღვანელებთან მოლაპარაკებებს, ბურდისოს კონტრაქტის გამოსყიდვასთან დაკავშირებით.
"ნერიაძურის” ბოსები კი არგენტინელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 8 მილიონ ევროს ითხოვენ, იტალიურ პრესაში კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ რომაელებს ეს თანხა ეძვირებათ და შეეცდებიან მილანელებს დააკლებინონ.
|