"რომამ" იტალიის თასის ნახევარფინალში "ინტერი" ორი მატჩის ჯამში 5-3 დაამარცხა და გათამაშების ფინალში მოხვდა,სადაც 26 მაისს რომაულ დერბიში "ლაციოს" შეხვდება. ჯუზეპე მეაცაზე ანგარიში პირველებმა მასპინძლებმა გახსნეს,თუმცა მეორე ტაიმში გამოცოხლებულმა "რომამ" დესტროს დუბლის წყალობით "ნერაძური" ფსიქოლოგიურად გატეხა.საბოლოო ანგარიში კი 3-2 სტუმრების სასარგებლოდ დაფიქსირდა. "ინტერი” – "რომა” 2:3 (პირველი მატჩი 1:2) გოლები: ჯონათანი, 21, ალვარესი, 80 — დესტრო, 55, 69, ტოროსიდისი, 74 "ინტერი”: ჰანდანოვიჩი, ჯონათანი, რანოკია (ბელონი, 86), სამუელი, ჟუანი, ძანეტი, კუზმანოვიჩი (ფორტე, 74), კოვაჩიჩი, სკელოტო (ბენასი, 63), ალვარესი, როკი "რომა”: სტეკელენბურგი, ტოროსიდისი, მარკინიოსი, კასტანი, მარკინიო, დე როსი, ბრედლი, ფლორენცი (ბალძარეტი, 46), ლამელა (ტადეი, 76), ტოტი, დესტრო (დოდო, 70) გაფრთხილებები: ჟუანი, ჯონათანი
|