ლუის ნაზარიო დე ლიმა რონალდო კარიერის დასრულებაზე ალაპარაკდა. ბრაზილიურ მედიასთან საუბრისას რონალდომ კარიერის დასრულების თარიღად 2011 წლის მიწურული დაასახელა. მართალია, ბევრი თვლის, რომ ეს უფრო ადრეც უნდა მომხარიყო, თუმცა ბრაზილიელი ფენომენი, რომელსაც 1-2 კვირაში 34 წელი შეუსრულდება, ამ ყველაფერს სხვაგვარად უყურებს. რონალდომ უკვე განაცხადა, რომ ფეხბურთიდან წასვლის შემდეგ მწვრთნელობას არ გეგმავს და თავს ბიზნესმენის ამპლუაში გამოცდის. გეტყვით იმასაც, რომ ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მანო მენეჟეშმა დიდი შანსია რონალდოს კიდევ მისცეს ნაკრებში თამაშის შესაძლებლობა და ესაა სწორედ ის მიზეზი რის გამოც მსოფლიო ჩემპიონატების ყველა დროის ბომბარდირი შეიძლება დარჩეს თავის ამჟამინდელ კლუბში და არ მიაშუროს შორეულ ავსტრალიას კენგურუებთან სათამაშოდ.
|