ბრაზილიური ფეხბურთის ლეგენდარული წარმომადგენლის, ლუის ნაზარიო დე ლიმას, იგივე რონალდოს რეკორდი, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე 15 გოლის გატანას გულისხმობს, ურუგვაი - გერმანიას შორის გამართული მატჩის შემდეგ კვლავ ხელშეუხებლად დარჩა, რადგანაც მიროსლავ კლოზემ გუშინდელ შეხვედრაში მონაწილეობა ტრავმის გამო ვერ მიიღო და იმ ერთადერთი ბურთის გატანა ვერ მოახერხა, რომელიც მისთვის მე-15 და ისტორიული გოლი იქნებოდა მსოფლიო ჩემპიონატზე.
მიუხედავად იმისა, რომ კლოზემ ჩემი რეკორდის დამხობა ვერ შეძლო, მან თავისი, ლამაზი ისტორია შექმნა, რომლითაც იგი ყოველთვის იამაყებს. - განაცხადა რონალდომ.
მირო, ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელია... თავისი ასაკის მიუხედავად, მან მიმდინარე მუნდიალზეც საკმაოდ კარგად იასპარეზა, ეს კი მის მაღალ სათამაშო კლასზე მეტყველებს.
|